სასწავლო პროექტი

ბუნება და ადამიანი.

პროექტის მთავარი იდეა: შევაყვაროთ ბუნება პატარებს.

პროექტის აქტუალობა:

პროექტის მიზანი: დავიცვათ ბუნება.

მონაწილეთა ასაკი: 8–9 წელი.


ვადები: 1 კვირა.

საჭირო ძირითადი რესურსი: ფერადი ქაღალდი მუყაო ფანქრები ფლომასტერები საღებავი მაკრატელი წებო ფუნჯი ფოტომასალა კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა: 
თემის გაცნობა.
ჯგუფების შექმნა  შერჩევის პრინციპით.
რით არის ეს პროექტი აქტუალური.
პროექტის გეგმის შემუშავება.

აქტივობების განხორციელება. პროდუქტის მომზადება.
რა არის ბუნება ?
როგორ ფიქრობთ რა მნიშვნელობა აქვს ბუნებას ადამიანისათვის?
რა ეკოლოგიურ პრობლემას ვაწყდებით ბუნებაში?
როგორ ვიხსნათ დედამიწა გლობალური დათბობისაგან.
2საფეხური.

პროექტი მოიცავს ორ დავალებაზე მუშაობას  : ბუნების მშვენიერების ამსახველი კომპოზიციი ს  შექმნა  ქაღალდის პლასტიკითა და აპლიკაციით.
წესების ნუსხის შედგენა თუ როგორ უნდა დავიცვათ ბუნება .სასურველია დაეთმოს 5–10წთ.
იწყება მსჯელობა თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები რომ არ დააზიანონ  დაიცვან და გადაარჩინონ ბუნება.
ამის შემდეგ ეცნობიან თუ პროექტის რა შინაარსის დავალებებზე უნდა იმუშაონ.

3საფეხური.
თითოეული ჯგუფის წევრები ერთობლივად დაგეგმავენ სამუშაოს გაინაწილებენ ფუნქციებს.
მაგ: ორი მოსწავლე ადგენს წესების ნუსხას. დანარჩენები დახატავენ და გამოჭრიან დიდ ხეს მათი სურვილით შერჩეულ ცხოველებს ჩიტებს მცენარეებს .
საინტერესო კომპოზიციებს მისცემენ საბოლოო სახეს.წესების ნუსხას ერთობლივად განიხილავენ.
ისმება კითხვები:
რა მნიშვნელობა აქვს ბუნებას ადამიანისათვის?
ვისგან და როგორ შეიძლება ბუნების დაცვა?
შევძლებთ თუ არა გლობალური დათბობის შეჩერებას?
თითოეულ წესს არ მოვჭრათ ხეები  არ დავაბინძუროთ მდინარე ... ჩავწერთ გამოჭრილ ფოთლებზე და დავაწებებთ დიდ დახატულ ხეს.

განვიხილავთ საილუსტრაციო მასალას [კლოდ მონეს  ‘’მონადირეები ტყეში“’. ივანე შიშკინის ‘;;გაჩეხილი ტყე’’.
გამოთქვამს ჯგუფები თავიანთ მოსაზრებებს.
ვიყენებთ კომპიუტერს სადაც ბუნების ამსახველი სურათებია [მდინარეები ყვავილები მთები ტყეები ]
  ეძლევათ დავალება წაიკითხეთ ეს  სიტყვები და დაწერეთ თქვენი აზრი.;
წუხილი ყველგანაა  შესაძლოა თვით დედამიწასაც კი უჭირდეს და ჩვენ ადამიანებს გვევედრებოდეს რაღაცას....
პროექტის დროს ხდება მოსწავლეთა დაახლოება  . უნარ–ჩვევების განვითარება, მოსწავლეებს უყალიბდებათ ბუნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება .ხელოვნების მიმართ ფანტაზიის უნარი.

საგანთან კავშირი: ბუნება  ხელოვნება.


პროექტის ხელმძღვანელი: ირმა სულაბერიძე.


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irmasulaberidze22@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий